ლონდონის ორატორიის სკოლაში 16 წლის ბიჭმა ცეცხლი გააჩინა | არასრულწლოვანი დაკავებულია

ლონდონში 16 წლის ბიჭმა, ლონდონის ორატორიის სკოლაში დაახლოებით 11:15-ზე ცეცხლი გააჩინა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მედიის ცნობით, არასრუწლოვანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. სკოლა, სადაც მოსწავლემ ცეცხლი გააჩინა, ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლება.

ლონდონის ორატორიის სკოლაში სწავლობდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის ტონი ბლერის შვილი. სკოლაში 7-დან 18 წლამდე დაახლოებით 1400 მოსწავლე სწავლობს.