ლონდონის ნიუ ბონდ სტრიტი 2025 წელს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სავაჭრო ქუჩა გახდა, რითაც გასული წლის ლიდერი, მილანის ვია მონტენაპოლეონეს, მეორე ადგილზე გადასწია – ნათქვამია Cushman & Wakefield-ის ყოველწლიურ ანგარიშში.
ნიუ ბონდ სტრიტზე მაღაზიების წლიური ქირა 22%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 20,482 ევრო შეადგინა, ხოლო მილანის ქუჩაზე ფასები უცვლელი, კვადრატულ მეტრზე 20,000 ევრო დარჩა.
ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუ მეორე ადგილიდან მესამეზე გადავიდა, სადაც საცალო ფართების გაქირავების ტარიფებიც უცვლელი დარჩა (18,360 ევრო კვადრატულ მეტრზე).
Cushman & Wakefield ყოველწლიურ რეიტინგს „მსოფლიოს საუკეთესო სავაჭრო ქუჩები“ 35 წელია ადგენს. 2025 წელს რეიტინგში 141 ქალაქი შევიდა.




