Galt&Taggart-ის 12 – 18 თებერვლის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის ბირჟაზე Georgia Capital-ის და თიბისი ბანკის აქციები, წინა კვირასთან შედარებით, გაიაფდა. ზრდა კი საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციებზე დაფიქსირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.73% წინა კვირასთან შედარებით და +1.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 163 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.95 – 41.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.89% წინა კვირასთან შედარებით და +0.53% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 108 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.85 – 29.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 26 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.26 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.08% წინა კვირასთან შედარებით და +2.36% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.12 – 11.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.