ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა
გალტ & თაგარტის 16–20 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები შემცირდა. წინა კვირასთან შედარებით თუ ვარდნა 2–4 პროცენტს შეადგენს, წინა თვესთან შედარებით, ზოგ შემთხვევაში, ვარდნა 9,5%–საც აღწერვს.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.41% წინა კვირასთან შედარებით და -9.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 425 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.60 – 41.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.48% წინა კვირასთან შედარებით და – 9.52% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 365 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.50 – 28.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.26% წინა კვირასთან შედარებით და – 5.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 313 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.57 – 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 121 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…