Galt & Taggart-ის 15-21 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები წინა თვესთან შედარებით გაზრდილია.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.33% წინა კვირასთან შედარებით და +2.58% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 159 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.75 – 39.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.68% წინა კვირასთან შედარებით და +4.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 147 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.90 – 29.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.75% წინა კვირასთან შედარებით და +6.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 316 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.56 – 11.04 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 148 ათასი აქცია შეადგინა.