ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მნიშვნელოვნად გაძვირდა

Galt&Taggart-ის 1-7 ივლისის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წინა კვირასთან შედარებით, სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 41.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.35% წინა კვირასთან შედარებით და +12.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.03 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.65 – 41.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 171 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.20% წინა კვირასთან შედარებით და +9.76% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 440 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.75 – 27.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 135 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.14% წინა კვირასთან შედარებით და +18.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 354 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.76 – 10.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 114 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა