ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები კიდევ უფასურდება

ე.წ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დღიურ ჭრილში 18%-მდე დაეცა.
15 მაისის 13:00 წუთის მონაცემებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი, დღიურ ჭრილში, თითქმის 10%-ით შემცირდა.
დღევანდელი, 15 მაისის 13:00 საათის მონაცემებით, ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები 11%-ით გაიაფდა, ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი 7%-ით შემცირდა, ხოლო Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით შემცირდა.
დღევანდელი, 15 მაისის 15:10-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები 18.11%-ით გაიაფდა, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი 15.25%-ით შემცირდა, ხოლო Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ღირებულება თითქმის 8.80%-ით შემცირდა.