ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები დეკემბერში მნიშვნელოვნად გაიაფდა

გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.71% წინა კვირასთან შედარებით და – 8.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 95 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.50 – 47.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფი (TBCG LN) ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.29% წინა კვირასთან შედარებით და -3.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 107 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.20 – 31.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.72 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.53% წინა კვირასთან შედარებით და – 2.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 110 ათას აქციაზე მეტი შეsადგინა, GBP 11.06 – 11.82 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 111 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”