ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა

Galt&Taggart 16–20 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი კომპანიის აქციების ფასები თვიურ ჭრილში გაიაფდა. წინა კვირასთან შედარებით კი მხოლოდ საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციები გაძვირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.18% წინა კვირასთან შედარებით და -3.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 433 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.70 – 48.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.16% წინა კვირასთან შედარებით და -2.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 484 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.05 – 31.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.08% წინა კვირასთან შედარებით და – 0.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 433 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.24 – 11.94 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…