ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ისევ ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები ისევ ეცემა. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნის შემდეგ შემცირდა როგორც „ს“ და „ს“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“.
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 0.24%-ით შემცირდა და თბილისის დროით, 11:30 საათისთვის, ერთი აქციის ღირებულება 40.95 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.859 მილიარდი სტერლინგია.
„თიბისი ბანკის“ (TBC PLC) აქციების ღირებულება 1.38%-ით დაეცა. ბანკის ერთი აქცია 24.95 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.401 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
„საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 2.54%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.60 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 420.34 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.