ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები უფასურდება

არჩევნების პარალელურად ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი ბოლო ხუთი დღის ჭრილში 9-12%-მდე დაეცა.
28 ოქტომბრის 15:00 საათის მონაცემებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი, დღიურ ჭრილში მნიშვნელოვნად შემცირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები ბოლო 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 9%-ით გაიაფდა, ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა, ხოლო Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ღირებულება თითქმის 12%-ით შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”