ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციები გაძვირდა, Georgia Capital-ის – გაიაფდა

Galt&Taggart-ის 22–26 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები, წინა კვირასთან შედართებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 46.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.78% წინა კვირასთან შედარებით და +16.31% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 232 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.00 – 46.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.17% წინა კვირასთან შედარებით და +19.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 401 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.00 – 30.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.66 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.66% წინა კვირასთან შედარებით და +12.21% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.44 – 11.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 90 ათასი აქცია შეადგინა.