ლონდონის ბირჟაზე ერთ თვეში „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი 31%-ით, „თიბისის“ – 26.3%-ით, Georgia Capital-ის კი 30.4%-ით დაეცა

გასულ კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი სამი ქართული კომპანიის აქციების ფასი წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.60% წინა კვირასთან შედარებით და – 31.04% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 784 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.70 – 40.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 149 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.14% წინა კვირასთან შედარებით და -26.30% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 430 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.10 – 26.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 142 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), – 5.00% წინა კვირასთან შედარებით და -30.35% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 315 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.36 – 10.02 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასი აქცია შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ