ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან მხოლოდ ერთის აქციები გაიაფდა

გალტ & თაგარტის 26–30 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიებიდან მხოლოდ ორის აქციები გაძვირდა, Georgia Capital-მა კი კლებით დაასრულა კვირა.
ს ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.48% წინა კვირასთან შედარებით და -0.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 286 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.35 – 46.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 67 ათასი აქცია შეადგინა.
ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.48% წინა კვირასთან შედარებით და +2.77% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 196 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.10 – 32.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.22 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.20% წინა კვირასთან შედარებით და – 3.95% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.1 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.08 – 10.38 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 153 ათასი აქცია შეადგინა.