ლონდონის ბირჟაზე ბოლო 1 თვის განმავლობაში „საქართველოს ბანკმა“ დაკარგა ღირებულების 29%, „ჯორჯია კაპიტალმა” 26%, TBC ბანკმა 25% – რომან გოცირიძე

ლონდონის ბირჟაზე ბოლო 1 თვის განმავლობაში „საქართველოს ბანკმა” დაკარგა ღირებულების 29%, „ჯორჯია კაპიტალმა” 26%, TBC ბანკმა 25%, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი წერს და აგენტების კანონის მიღების ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს:
„ლონდონის ბირჟაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში „საქართველოს ბანკმა” დაკარგა ღირებულების 29 პროცენტი, „ჯორჯია კაპიტალმა” 26 პროცენტი, TBC ბანკმა 25 პროცენტი. კაპიტალიზაციის კლებამ შეადგინა 1,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, რაც 4,9 მილიარდი ლარის ტოლია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად თავისი რეზერვებიდან დახარჯა 108 მილიონი ლარი. რეზერვების ზომა ჩამოსცდა ადეკვატურობის ზღვარს.
ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია. ამ ხელისუფლების შენარჩუნების პირობებში ქვეყანას ემუქრება საერთაშორისო იზოლაცია და ბიზნესგარემოს მკვეთრი გაუარესება.
იმედია, ხუთ თვეს გავუძლებთ და მერე გავაკეთებთ იმას, რაც დააბრუნებს ქვეყანას განვითარების გზაზე და დაგვიბრუნებს მეგობრებს“, – რომან გოცირიძე.