ლონდა თოლორაია: რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ – გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების ,,თვითმკვლელობა”

„კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაია გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

“ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო. საგან ესეც აგითვისებიათ – გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების ,,თვითმკვლელობა”- წერს სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელი.

ამ ამბავმა ჩამომშალა. დავით გოგობერიშვილი ჩემი კურსელი/ჯგუფელი იყო. დილიდან ვათვალიერებ ყველაფერს, რაც მასზე იწერება და მიხარია (ამ სიტუაციაში თუ შეიძლება ადამიანს რამე გაგიხარდეს), რომ მასზე მხოლოდ კარგს ვკითხულობ. ასეთი იყო ყოველთვის – ყველას უყვარდა!

ჩემთვის დეტალებს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო. რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ – გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების ,,თვითმკვლელობა”. 

ამ ხელისუფლებას განსაკუთრებულად სძულს ის საჯარო მოხელეები, ვინც ამ პირობებშიც ახერხებენ ადამიანებმა მასზე ის დაწერონ/თქვან, რასაც დილიდან მასზე ვკითხულობთ. 

ყველას მოგეკითხებათ, ვისაც ამაში იოტისოდენა წვლილი გაქვთ. ეჭვი არ შეგეპაროთ!

ვინც ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ხართ, იმედია ხვდებით რომ თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ სიკვდილის/,,თვითმკვლელობების” ქრონიკების შეაჩერება!
მშვიდობით ,,გოგობერა”- აღნიშნავს თოლორაია.

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი, დავით გოგობერიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ – 115) იძიებს.

გარდაცვლილი გოგობერიშვილი თბილისში, ავტოფარეხში იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.