ლონ­და თო­ლო­რა­ია: როგორ უერთგულებდა გიორგი გახარია იმ გუნდს, ვინც ქვეყანას უღალატა

“როგორ უერთგულებდა გიორგი გახარია იმ გუნდს, ვინც ქვეყანას უღალატა. როგორ შეიძლებოდა თქვენს ერთგულად დარჩენილიყო ადამიანი:
⭕️ რომელიც იდგა ხალხის სამსახურში. ამას მოწმობს ამდენი ადამიანის გულწრფელი მხარდაჭერა, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ;
⭕️ რომლისთვისაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი საინტერესო იყო და არა მტერი;
⭕️ რომელსაც არასოდეს აინტერესებდა როგორ გამოიყურებოდა მისი სამუშაო ოთახი, მისი სავარძელი ან ავტომანქანის მარკა/მოდელი, რომელიც ემსახურებოდა;
⭕️ რომელიც მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს ნიშნავდა ძალიან მაღალ თანამდებობებზე, უპირობო ნდობით (მე რა მოსატანი ვარ, თავისივე მოადგილედ, მისთვის უცნობი ადამიანი, 5 წუთიანი გასაუბრების შემდეგ დანიშნა. არ დაგავიწყდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროზეა საუბარი);
⭕️ რომელიც არასოდეს ითხოვდა მონობას იმ ადამიანებისგან, ვისაც თანამდებობა ჩააბარა. არასოდეს ერეოდა შენს საკადრო გადაწყვეტილებაში. არასოდეს გთხოვდა დეპარტამენტში/დანაყოფში დაგენიშნა მისთვის სასურველი კადრი (დიახ, მინისტრი იყო და არ ერეოდა);
⭕️ რომელიც განიჭებდა სრულ თავისუფლებას საქმიანობაში, ოღონდ რამე კარგი გეკეთებინა. ამავდროულად გაკისრებდა უდიდეს პასუხისმგებლობას იმ ხალხის წინაშე, ვის მსახურადაც დაგნიშნა;
⭕️ რომელიც გთხოვდა პასუხს ყველა უკმაყოფილო მოქალაქეზე და უსაზღვრო მოტივაციას გაძლევდა, როცა კეთილსინდისიერად ასრულებდი შენს საქმეს;
⭕️ რომელიც მუდმივად გთხოვდა გაგეცნო მისთვის ჭკვიანი და კეთილსინდისიერი ხალხი. და ძალიან ბევრ დროს უთმობდა რიგით პოლიციელებთან შეხვედრას, რომ აღმოეჩინა მომავალი ლიდერები;
⭕️ რომელიც სხვა სამინისტროებსაც გადაწვდებოდა, სადაც ხელეწიფებოდა, თუ გაიგებდა რომ ვინმეს ჩაგრავდნენ. ძალიან კარგად იცით, რამდენი თქვენი სიგიჟე აქვს შეჩერებული;
⭕️ რომელიც უარს ამბობდა პიარზე, რაც მას ძალიან ბევრ პოზიტივს მოუტანდა, თუ ეს პიარი მსხვერპლს ზიანს მიაყენებდა;
⭕️ რომელიც სამუშაო კარს სრულიად მოულოდნელად შეუღებდა რიგით პოლიციელებს, ჩამოუჯდებოდა მათივე ოთახში და ინტერესდებოდა მათი ყოველდღიურობით
დიახ, მე ასეთ გიორგი გახარიას ვიცნობ და ის თქვენს ინტერესებს ვერ უერთგულებდა.
ჩემი უპირობო მხარდაჭერა გიორგი გახარიას! მასთან ერთად საქმე ვისაც უკეთებია, ყველა სიტყვის უკან რომ რეალობაა იცით. ვისაც მასთან ერთად საქმე არ უკეთებია, მომავალში გისურვებთ!
მე არასოდეს გადამიხდია მისთვის მადლობა იმ კომფორტისთვის, რაც მასთან მუშაობისას მქონდა როგორც საჯარო მოხელეს. ვფიქრობ, დღეს ყველაზე სწორი დრო და მომენტია ამისთვის,” –  წერს სოციალურ ქსელში იურისტი, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია “ჩემი ხმის” წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ცენ­ტრის” დი­რექ­ტო­რი ლონ­და თო­ლო­რა­ია.