ლონდა თოლორაია – ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად – შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო

ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად – შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური ჩატარებულიყო, – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის დასკვნას გამოეხმაურა.
თოლორაიას თქმით, აღნიშნული დასკვნა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს ემთხვევა.
„რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა ის, რაზეც ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობდნენ და ეს კარგია, რეალურად ემთხვევა ჩვენს მიგნებებს. რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად. ვფიქრობ, ძალიან მარტივია დასკვნების გაკეთება, ეს არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური. კანონმდებლობა რომელიც არ ვარგოდა და ინსტიტუტები, რომლებიც თავიანთ როლს არ ასრულებდნენ – შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს

პრემიერი – როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან ბუტა რობაქიძე, ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა