ლომჯარია: არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ

უკვე არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ქალებისთვის ძალიან რთულია ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი, თუმცა, არავის არავის აქვს უფლება გააშიშვლონ, ბუქნები გაკეთებინონ მათ, რადგან ეს უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას და აკრძალულია.

უკვე არაერთმა ქალმა დაწერა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების კეთებას აიძულებენ. სახალხო დამცველის  ანგარიშებში ამაზე ვწერდით მეც და ჩემი წინამორბედიც, რადგან პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ეს უკანონობა გამოავლინა. და რა გააკეთა სისტემამ? ქალთა კოლონიაში ქალი პატიმრები ააჯანყა სახალხო დამცველის წინააღმდეგ, თითქოსდა სიცრუეს ვავრცელებდით. 

მესმის, რომ ქალებისთვის ძალიან რთულია ამ ფაქტებზე საჯაროდ საუბარი, მათი ოჯახის წევრებიც ისმენენ და ძალიან მტკივნეულია. ხშირად მსხვერპლებს ამ გამოცდილების დავიწყება ურჩევნიათ. მათ მდგომარეობაში უნდა შევიდეთ. მაგრამ, ქალებო, იცოდეთ, რომ არავის აქვს უფლება გაგაშიშვლონ, ბუქნები გაკეთებინონ, ეს უტოლდება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას და აკრძალულია. მოითხოვეთ სპეციალური დეტექტორით შეგამოწმონ და აუცილებლად მოგვაწოდეთ ამ ფაქტებზე ინფორმაცია უფლებადაცვით ორგანიზაციებს. ჩვენ დავიცავთ თქვენ კონფიდენციალურობას!, – წერს ლომჯარია.