ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2025 წლის ტურნეს დასკვნითი შეხვედრა სიდნეიში, “ექორ სტეიდიუმზე” გაიმართა და ავსტრალიამ გაიმარჯვა, თუმცა, მასპინძლებმა პირველი ორი თამაში ევროპელებთან დათმეს, ასე რომ, ტურნეში გამარჯვება მაინც ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ჩაეწერათ.
ავსტრალია 22-12 ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები
ლელოები: 8, პიტში; 54, იორგენსენი; 70, მაკდერმოტი — 61, მორგანი; 79, სტიუარტი
გარდასახვა: დონალდსონი (2/3) — რასელი (1/2)
ჯარიმა: ლინაგი (1/1)
შემადგენლობები:
ავსტრალია – შერკინება – 1. სლიპერი, 2. პოლარდი, 3. ტუპოუ, 4. ფროსტი, 5. სკელტონი, 6. ჰუპერი, 7. მაკრაითი, 8. უილსონი (კაპ.) – ხაზი – 9. უაითი, 10. ლინაგი, 11. პიტში, 12. იკიტაუ, 13. სუა’ალი’ი, 14. იორგენსენი, 15. რაითი
სათადარიგო: 16. პაენგა-ამოსა, 17. ბელი, 18. ნონგორი, 19. უილიამსი, 20. გლენსონი, 21. მაკდერმოტი, 22. დონალდსონი, 23. კელავეი
მთავარი მწვრთნელი: ჯო შმიდტი (ახალი ზელანდია)
ლომები – შერკინება – 1. პორტერი (ირლანდია), 2. შიანი (ირლანდია), 3. ფურლონგი (ირლანდია), 4. იტოჯე (ინგლისი, კაპ.), 5. რაიანი (ირლანდია), 6. ბირნი (ირლანდია), 7. ქარი (ინგლისი), 8. კონანი (ირლანდია) – ხაზი – 9. გიბსონ-პარკი (ირლანდია), 10. რასელი (შოტლანდია), 11. კინგჰორნი (შოტლანდია), 12. აკი (ირლანდია), 13. ჯოუნსი (შოტლანდია), 14. ფრიმენი (ინგლისი), 15. კინანი (ირლანდია)
სათადარიგო: 16. კელეჰერი (ირლანდია), 17. გენჯი (ინგლისი), 18. სტიუარტი (ინგლისი), 19. ჩესუმი (ინგლისი), 20. მორგანი (უელსი), 21. ერლი (ინგლისი), 22. მიტჩელი (ინგლისი), 23. ფარელი (ინგლისი)
მთავარი მწვრთნელი: ენდი ფარელი (ინგლისი)
ამასთანავე, წარმოგიდგენთ მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგს…
ივლისის ტესტებამდე რეიტინგში მყოფი ტოპ 4 ქვეყნის განლაგება წლევანდელი თამაშების მერეც არ შეცვლილა. აგვისტოს მონაცემებით, არგენტინა ორი საფეხურით ჩამოქვეითდა და მეშვიდეზეა, მისი ადგილი კი ინგლისმა დაიკავა. ორსაფეხურიანი წინსვლა აქვს ავსტრალიას, შედეგად შოტლანდია მერვე პოზიციაზე დაქვეითდა. რაც შეეხება ათეულს მიღმა სიტუაციას, იაპონიამ სამოას გაასწრო და მე-13 ადგილი დაიკავა, ესპანეთი თავისთვის რეკორდულ მე-15 პოზიციაზე ავიდა, ხოლო ჩილემ რუმინეთი ოცეულიდან “გამოაგდო”. “ბორჯღალოსნების” მდგომარეობა უცვლელია.
1. სამხრეთ აფრიკა 92.78
2. ახალი ზელანდია 92.06
3. ირლანდია 89.83
4. საფრანგეთი 87.82
5. ინგლისი 87.64
6. ავსტრალია 82.08
7. არგენტინა 82.05
8. შოტლანდია 81.57
9. ფიჯი 80.50
10. იტალია 77.77
11. საქართველო 74.69
12. უელსი 74.05
13. სამოა 72.48
14. იაპონია 72.29
15. ესპანეთი 69.12
16. ა.შ.შ. 68.45
17. ურუგვაი 67.52
18. პორტუგალია 66.44
19. ტონგა 65.46
20. ჩილე 63.83
უკვე მეორედ – ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები – მეორე ნაწილი
რა ხდება უცხოურ რაგბიში? – ივლისის ტესტები…
სემ ვერბარტონი ოთხი თვე იუქმებს
“ბრიტანელი ლომების” მესამე და გადამწყვეტი მატჩი
“ბრიტანელმა ლომებმა” ავსტრალიური ტურნე ტრიუმფით დაასრულეს
უორენ გეთლენდს ნოემბერში სკალპის აღება უნდა
ავსტრალიელებს არ ეშინიათ: ჩემპიონატს გრაფიკის მიხედვით გააგრძელებენ
“ბრიტანელი ლომების” გუნდში უცნაური ამბები ხდება
უკვე მეორედ – ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
