ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ღაზის სექტორის ნაწილიდან ისრაელის ძალების გაყვანის საკითხი განიხილეს

შეერთებული შტატებისა და ს თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ღაზის სექტორის ნაწილიდან ისრაელელი სამხედროების გაყვანის საკითხი განიხილეს, – ინფორმაციას -ის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა დეტალები ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანის და ასევე, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციის მომავლის შესახებ.
აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოსტინმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მკვეთრად გაზრდის აუცილებლობას.
ოსტინმა და გალანტმა ასევე განიხილეს World Central Kitchen-ის 7 თანამშრომლის დაღუპვის საკითხი, რომლებიც 1-ელ აპრილს ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლნენ.
პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა ასევე „დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის მიმართ ირანისა და მისი მარიონეტული ქსელის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე“.

ასევე დაგაინტერესებთ