ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა

ლოიდ ოსტინი ს თავდაცვის მინისტრს ესაუბრა, – ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.
„სატელეფონო საუბრისას მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, – განაცხადა საბრინა სინგმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ესკალაციის რისკების შემცირების საკითხი განიხილეს.
ცნობისთვის, ბოლოს, -ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელუსოვს 25 ივნისს ესაუბრა.