ლოიდ ოსტინი: პუტინს არ აქვს უფლება, უკრაინას მშვიდობის მისაღწევად რაიმე პირობა წაუყენოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ აქვს უფლება, ს მშვიდობის მისაღწევად რაიმე პირობა წაუყენოს.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინის ოთხი ოლქი, ხოლო კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს.

„მას [პუტინს] არ შეუძლია უკარნახოს უკრაინას, რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად“, – განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში.

-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს შეუძლია დღესაც შეაჩეროს ომი, რომლის დროსაც მან დაკარგა ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე, თუ მას ეს სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა