ლოიდ ოსტინი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას Patriot-ის სარაკეტო სისტემები გადასცენ

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი პარტნიორებს მოუწოდებს, ს Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები გადასცენ.
„როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვიურად ვიკრიბებით დაახლოებით 50 ქვეყანა, რათა განვიხილოთ, როგორ გავაგრძელოთ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში მასშტაბური და სწრაფი დახმარების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა დიდი ხანია არის ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით. არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ Patriot-ები და ამიტომ, გავაგრძელებთ ამ ქვეყნების მოზიდვას, მოვუწოდებთ რა მათ უკრაინისთვის მეტი შესაძლებლობები უზრუნველყონ“, – აღნიშნა მინისტრმა ოსტინმა.
მისი თქმით, უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს ყოველდღიურად ესაუბრება.
„მან ზუსტად იცის, რას ვაკეთებთ, როგორ ვიზიდავთ სხვა ქვეყნებს, ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა ოსტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს