ლოიდ ოსტინი – ოპტიმისტურად ვარ განწყობილი-გავაგრძელებთ კონგრესთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინა აუცილებელ დახმარებას მიიღებს

კონგრესში უკრაინის დახმარების დამტკიცების მხრივ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამის შესახებ -ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში მე-20 სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჯერ კიდევ ვხედავ კონგრესის ორივე პალატაში უკრაინის ფართო მხარდაჭერას, ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრესს დავინახავთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს ისეთი რამ არის, რომლის ბოლომდე პროგნოზირება არ შეიძლება. გავაგრძელებთ კონგრესთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გარანტირებული იყოს, რომ მისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს”, – განაცხადა ოსტინმა.
მან აღნიშნა, რომ “რამშტაინის” ფორმატის მე-20 შეხვედრაზე დაახლოებით 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა უკრაინის დახმარება განეხილათ.
“ახლაც მესმის ერთიანობა და ერთგულება იმაზე, რომ ამ მხარდაჭერის გაგრძელების საშუალება ვიპოვოთ, ამიტომ ვხედავთ, თუ როგორ აქტიურდებიან მოკავშირეები და პარტნიორები, მაგრამ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან-ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ოსტინმა.