ლოიდ ოსტინი ისევ ჰოსპიტალიზებულია

პენტაგონის ცნობით, -ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, კვლავ ჰოსპიტალიზებულია. მათი ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია.
ამ დროისთვის უცნობია რამდენ ხანს დარჩება ოსტინი საავადმყოფოში. მის მოვალეობებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კეტლინ ჰიქსი ასრულებს.
“თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება”, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
წინა თვეში ცნობილი გახდა, რომ ოსტინს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან პროსტატის კიბოს ოპერაციაც გაიკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ