ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს – „ჰამასის“ ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი დანაშაულებისთვის

აშშ-სა და ს თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა ტელეფონით ისაუბრეს.
პენტაგონის ინფორმაციით, გალანტმა და ოსტინმა ისაუბრეს „ჰამასის“ მიერ მოკლულ ექვს მძევალზე, რომლის ცხედრებიც ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში, ერთ-ერთ გვირაბში შაბათს საღამოს აღმოაჩინეს და რომელთა შორის ამერიკის 23 წლის მოქალაქე, ჰერშ გოლდბერგ-პოლინიც იყო.
„ოსტინმა თანაგრძნობა გამოუცხადა ყველა მოკლული მძევლის ოჯახს და აღშფოთება გამოხატა „ჰამასის“ მიერ მათი სასტიკი, უკანონო და ამორალური სიკვდილით დასჯის გამო“, – ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ოსტინმა განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი დანაშაულებისთვის.
„მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულებზე. მინისტრმა ოსტინმა და მინისტრმა გალანტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ორმხრივი ვალდებულება, სწრაფად მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ