ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს – ისრაელმა უნდა გამოიყენოს მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა, რომელიც იაჰია სინვარის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა განაცხადა.
„მინისტრმა ოსტინმა მოუწოდა ს მთავრობას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად და იმუშაოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის გამოსაყენებლად, რომელიც იაჰია სინვარის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა“, – აღნიშნა რაიდერმა.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას ოსტინმა ასევე გამოხატა შეშფოთება ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე ისრაელის თავდასხმების შესახებ ცნობებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა როგორც ლიბანის არმიის, ასევე გაერო-ს სამშვიდობოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას.