ლოიდ ოსტინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა. როგორც ოსტინი Twitter-ზე წერს, მისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რომ უკრაინის მიმართ -ს ურყევი მხარდაჭერა დაედასტურებინა.
“მქონდა პატივი, დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ ს ბრძოლის ველზე არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებს”, – დაწერა ოსტინმა.
I was honored to meet with President @ZelenskyyUa in Kyiv today to reaffirm the United States’ steadfast support for Ukraine. We, along with our allies and partners, will continue to support Ukraine’s urgent battlefield needs and long-term defense requirements. pic.twitter.com/Odv6ClgcrP— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) November 20, 2023
ცნობისთვის, დღეს 20 ნოემბერს ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა.