ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ მის გასაიდუმლოებულ ჰოსპიტალიზაციაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს

-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს მისი ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით.
”ვაღიარებ, რომ შემეძლო უკეთ შემესრულებინა სამუშაო საზოგადოების სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას: ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილებებზე“, – აღნიშნულია ოსტინის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ -ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება. რაიდერს არ დაუზუსტებია თუ რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს. ამასთან, მოგვიანებით Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ისევე როგორც კონგრესის წევრებმა დღეების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ოსტინი ჰოსპიტალიზირებული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია