ლოიდ ოსტინი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე – პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და ყველა საჭირო ზომას მივიღებთ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებულია თავდასხმის გამო, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისი თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედებდნენ.
„ლოცვებში ვიხსენიებ მამაც ამერიკელებს და მათ ოჯახებს. თავდაცვის მთელი უწყება გლოვობს მათ დაკარგვას“, – აცხადებს ოსტინი.
მან თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები დაადანაშაულა და გაიმეორა პრეზიდენტ ს კომენტარი, რომ უპასუხებს ამ თავდასხმას მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას.
“პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატების, ჩვენი ჯარების და ჩვენი ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა ოსტინმა.
შეგახსენებთ, გუშინ, იორში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფაქტების მოპოვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ”ჩვენ ამას ვუპასუხებთ”, – განაცხადა ბაიდენმა.