ლოიდლ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ის ისრაელს, ყატარს და ბაჰრეინს ეწვევა. არსებული ინფორმაციით, თელ-ავივში მასთან ერთად ამერიკელი გენერლებიც ჩავლენ.
როგორც ოსტინი სოციალურ ქსელში წერს, ამ ვიზიტით სურს, დაადასტუროს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.
“მე მივემგზავრები ისრაელში, ბაჰრეინსა და ყატარში, რათა ხაზი გავუსვა -ის ვალდებულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების კუთხით. ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე,” – წერს ოსტინი X-ზე.
I’m headed to Israel, Bahrain, and Qatar to underscore U.S. commitments to strengthening regional security and stability, and working with partners and allies to advance defense capabilities. pic.twitter.com/PyhTOrvvFZ— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) December 16, 2023