ლოზუნგით – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ თსუ-სთან მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ – ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოქალაქეები არიან შეკრებილები.
მათი მთავარი მოთხოვნაა ახალ არჩევნებთან ერთად, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
აქციის მონაწილეები, რომლებიც თსუ-თან არიან შეკრებილები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც მოქალაქეები უკვე 2 თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან.
ამ დროისთვის, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივლენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა