საუკუნეზე მეტი ხნის წინ აშენებული ქალაქ კირუნას ხით ნაგები ლუთერანული ეკლესია რომელიც 672 ტონას იწონის სულაც არ არის ისეთი რამ, რასაც გზის პირას, ბორბლებზე შემდგარს წარმოიდგენდით.
შვედეთის პატარა ქალაქში ადგილობრივებს თუ ტურისტებს სწორედ ეს ლოგისტიკური საოცრება იზიდავს.
„კირუნას კირკა”, ქალაქის ცენტრთან ერთად ძირფესვიანად გადააქვთ, რადგან სპეციალისტებმა დაადგინეს რომ ქალაქის ქვეშ არსებულმა მიწისქვეშა საბადომ ნიადაგი გამოფიტა და დასახლებას საფრთხე შეუქმნა.
