ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი საქართველოში

19-20 ივნისს,თბილისში, ექსპოჯორჯიას და საკონსულტაციო კომპანია სავის თანაორგანიზებით ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება,
ლოგისტიკის სექტორი საქართველოში ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება. 2023/24 წლებში ლოგისტიკამ ქვეყნის მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი დაიკავა.
სწორედ ამ ეკონომიკურ და სტრატეგიულ რეალობაზე პასუხია საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი, რომელიც აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.
ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც ერთმანეთთან შეხვედრას შეძლებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიები, პორტების და სარკინიგზო უწყებების წარმომადგენლები, საჰაერო გადამზიდავები, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია ყველა ის კომპანია რომელიც იმპორტ/ექსპორტით არის დაკავებული და ეძებს საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს.
კონფერენციის მთავარი თემებია: