ლობჟანიძის ლამაზი გოლი – საბამ MLS-ში მეხუთედ გაიტანა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებისა და “ატლანტა იუნაიტედის” გარემარბმა საბა ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. თუმცა, ჯორჯიელები დიდი ანაგარიშით, 2:5 დამარცხდნენ.
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საბა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა. ლობჟანიძემ გოლი 31-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა (1:1).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას “ატლანტა” გუნდის ორმა ლიდერმა – ტიაგო ალმადამ და გეორგიო იაკუმაკიმ დატოვეს. არგენტინელი “ბოტაფოგოში” გადავიდა, ხოლო ბერძენი კარიერას მექსიკურ “კრუს ასულში” განაგრძობს. პლუს, გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი – რობ ვალენტინო მივიდა და “ატლანტას” თამაში
გამართულისგან ძალიან შორსაა.
ლობჟანიძე, სეზონში გატანილი 5 გოლით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ორ ფორვარდთან ერთად იყოფს. მომდევნო მატჩს ჯორჯიელები გასვლაზე, “მონრეალის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.