MLS-ის პლეი-ოფში საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედმა” რეგულარული სეზონის გამარჯვებულ მაიამის “ინტერს” გადამწყვეტი მატჩი 3:2 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე მატიას როხასმა გახსნა, ორ წუთიან ინტერვალში კი ჯამალ ტიარემ დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი “ატლანტა იუნაიტედმა” მოიგო.
65-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, 76-ე წუთზე კი ბართოშ სლისზმა “ატლანტა იუნაიტედისთვის” გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ცნობისთვის, “ატლანტა იუნაიტედმა” პლეი-ოფის პირველი რაუნდი ბოლო 5 წელიწადში პირველად მოიგო, საბას გუნდმა რეგულარულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა.
“ატლანტა”
პლეი-ოფის მეოთხედფინალში “ორლანდო სიტის” დაუპირისპირდება, მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.