ლობჟანიძის გუნდის დრამატული გამარჯვება – ქართველის ზუსტად შესრულები პენალტის შემდეგ “ატლანტა იუნაიტედის” მეტოქე კვლავ მესის მაიამის “ინტერი” იქნება [VIDEO]
საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედი” MLS-ის პლეი-ოფის მერვედფინალში გავიდა. ჩვენებურის გუნდი 1/16-ფინალურ ერთრაუნდიან დაპირისპირებაში გასვლაზე “მონრეალს” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.
სტუმრები 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრა გადაარჩინეს და ეგრევე თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც გადამწყვეტი ზუსტი დარტყმა საბამ შეასრულა.
ამრიგად, ლობჟანიძის გუნდის მეტოქე უკვე ორრაუნდიან 1/8-ფინალში ლიონელ მესის მაიამის “ინტერი” იქნება, რომლესაც ქართველმა მიმდინარე სეზონში 3 გოლი უკვე გაუტანა.