ლობოტკა: “ბარსელონასა” და “რეალის” დონეზე ასვლა შეგვიძლია

“ნაპოლის” ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა, დაჯილდოების შემდეგ კი ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ის სიხარული, რასაც განვიცდი, ენით აღუწერელია. სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვება ჩემთვის დიდი სტიმულია.
პრიზი “ნაპოლის” გასული სეზონის გამო გადმომეცა. ცოტა უცნაური წელი გამოგვივიდა. სეზონის პირველ ნაწილში ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ, მეორეში – არა. ჩვენ “ნაპოლი” ვართ და არა მადრიდის “რეალი” ან “ბარსელონა”, რომლებიც ტიტულებს ხშირად იგებენ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასე იყოს და ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ.
ჩემი მომავალი “ნაპოლიში”? ძალიან ბედნიერი ვარ,
მაგრამ მომავლის წინასწარ განსაზღვრა არავის შეუძლია.
მართალია, ჰამშიკმა სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 8-ჯერ მოიგო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთი სკუდეტოს სანაცვლოდ რვავე ჯილდოს გადმომცემდა”, – განაცხადა ლობოტკამ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 29 ტურის შემდეგ მე-7 ადგილს იკავებს.