“ნაპოლის” ნახევარმცველის სტანისლავ ლობოტკას აგენტმა ბრანისლავ იარუშეკმა თავისი კლიენტის მიმართ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა.
“ლობოტკას ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მებრძოლ გუნდში თამაში უნდა. 30 წლისაა და თუ კარგ წინადადებას მიიღებს, კლუბთან ერთად განვიხილავთ.
ამაზე დეკოს ველაპარაკე. “ბარსელონას” მასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა, მაგრამ ამისათვის ბევრი რამ უნდა მოხდეს. სტანისლავმა ხავის მასზე ნათქვამის ჩანაწერი გამომიგზავნა, რომელზეც ჩანს, რომ ხავი ლობოტკაზე ხშირად მეკითხება”, – განუცხადა ბრანისლავ იარუშეკმა TuttoNapoli-ის.