პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩისთვის ემზადება, სადაც “სიეტლ საუნდერსს” მისსავე “ლუმენ ფილდზე” (72 000) დაუპირისპირდება – ორშაბათს, 23 ივნისს, 23:00 საათზე (ჩვენი დრო).
მასპინძლებს ამ ტურნირზე ჯერ ქულაც არ მოუპოვებიათ, პარიზელებს კი შემდეგ ეტაპზე გასვლა გარანტირებული არ აქვთ. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, ასე რომ, ლუის ენრიკეს გუნდი პირველ ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწვდება, სამი გუნდი თანაბარ ქულას თუ მოაგროვებს(რისი დიდი შანსიც არსებობს), მეორე ადგილისთვის კი ფრე ეყოფა, თუკი “ატლეტიკო” “ბოტაფოგოს” არ მოუგებს.
“ატლეტიკოსთან” “სიეტლის” მატჩს 51 636 ათასი მაყურებელი დაესწრო. 50-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს, რასაც დიდი ემოციებიც მოჰყვა, მაგრამ უფრო მეტი ვეღარ შეძლეს. თავის მხრივ, “სიეტლი” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მაშინ ექნება, თუკი სამ ქულას 3 გუნდი დააგროვებს, ანუ “ბოტაფოგომ” “ატლეტიკოსაც” უნდა მოუგოს. ეს რთულად სავარაუდო სცენარი, თუმცა არა შეუძლებელი.
პსჟს “ბოტაგოგოს” ხისტ და დაცვაზე ორიენტირებულ გუნდთან არაფერი გამოვიდა – 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, კარში ყველაზე ცოტა დაარტყეს.
ტურნირის დაწყებამდე კვარაცხელიასა და მესის დაპირისპირების ვარიენტებს რომ განვიხილავდით, ამის შანსი ახლა უფრო რეალურად გამოიყურება. “ინტერ მაიამი” “პალმეირასს” ამ შეხვედრის შემდეგ, 05:00 საათზე დაუპირისპირდება და მერვედფინალურ წყვილებს მალევე შევიტყობთ.
რაც შეეხება პარიზელთა შემადგენლობას. ის ოპტიმალური გახდება და პირველი მატჩისას დაემსგავსება, მაგრამ ერთ ცვლილებას მაინც ვარაუდობენ და ეს კორეელი ლის სასტარტოში გამოჩენაა. ის ალბათ რამოშს შეცვლის, ვინაც შანსები ვერ გამოიყენა და “კვარას” უფრო ფორვარდის პოზიციაზე შევხვდებით. რაც შეეხება აქამდე ტრავმირებულ უსმან დემბელეს, მას ალბათ რამდენიმე წუთით ვიხილავთ.
დავითაშვილით საფრანგეთის რვაგზის ჩემპიონი დაინტერესდა
გოჩოლეიშვილი “შახტარში” ბრუნდება – ლაცაბიძეს ისევ იჯარით გაუშვებენ
“გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა” – გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
“ლიონის” პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას – კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
კიდევ ერთი ახალგაზრდა პსჟ-ში – ფრანგული გუნდი კოლუმბიელ ფეხბურთელს უმიზნებს
“პსჟ თავისივე იარაღით დავამარცხეთ” – “ბოტაფოგოს” მწვრთნელმა კვარაცხელიას გუნდთან გამარჯვება შეაფასა
დღეს ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აიღებს სტარტს
“რეალმა” “ალ ჯაზირა” დაამარცხა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა [VIDEO]
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩინეთში გაიმართება
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და “კვარას” ფორმაში ყოფნა გრძელდება
“იცით, ხვიჩა რომ “ლოკომოტივიდან” გაუშვეს, რა დამემართა?” – იური სიომინი
ზინედინ ზიდანი: ადვილი შეხვედრები აღარ არსებობს
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრის შედეგები ცნობილია
“რეალი” ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი [VIDEO]
