ლიხტენშტაინი არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით გვქონდეს საუბარი

ლიხტენშტაინი არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით გვქონდეს საუბარი
დღეს შეხვედრა გვექნება ლიხტენშტაინის სამთავროში – პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიხტენშტაინში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ლიხტენშტაინი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს რეზოლუციის გაერო-ში, რომელიც ქვეყნიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხებათ.
,,ლიხტენშტაინის სამთავროში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას პარლამენტებს შორის. ამ შეხვედრებში კომუნიკაციისა და ურთიერთობის გაძლიერება იქნება მთავარი საკითხი. ლიხტენშტაინი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის თავმჯდომარეობას იმისთვის, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით გვქონდეს საუბარი. ლიხტენშტაინი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჩვენი რეზოლუციის გაერო-ში, რომელიც საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. რა თქმა უნდა, ამ თემებზე გვექნება საუბარი. ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ტურბულენტურ პერიოდში საქართველოს აქვს იმ გართულებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, რომელიც რეგიონში არსებობს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს 10-ბალიანი შეფასების სისტემით 6.63 ქულა აქვს და წინ უსწრებს მრავალ წამყვან ქვეყანას, ის მსოფლიოში 36-ე, ევროპაში კი მე-20 ადგილზეა

IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში. მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა