ლიტვის პრეზიდენტმა რუსეთის მხარდამჭერ ბალერინას მოქალაქეობა ჩამოართვა

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას გადაწყვეტილებით, ს მხარდამჭერ ბალერინა ილზე ლიეპას ლიტვის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბალერინამ თქვა, რომ არ მალავს თავის სიმპათიებს ვლადიმირ პუტინის მიმართ, ასევე იგი უწოდებს ომს სპეციალურ ოპერაციას, და ღიად გამოხატავს სიძულვილს დასავლური სამყაროსა და ფასეულობების.
ლიეპასთან ერთად მოქალაქეობა ასევე ჩამოერთვა ბიზნესმენ იუდი კუდიმოვს, რომელიც “ლიტვის ეროვნული უშიშროების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა”. ლიტვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თქმით, კუდიმოვმა, რომელმაც მოქალაქეობა 1998 წელს მიიღო, დამალა ის ფაქტი, რომ სსრკ-ს КГБ-ს ოფიცერი იყო.
რუსეთში გაზრდილმა ლიეპამ ლიტვის მოქალაქეობა 2000 წელს მიიღო.