ლიტვის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს კადეტთა ნაკრების გოგონებმა 2 მედალი მოიპოვეს

საქართველოს კადეტთა ნაკრების წევრები იმყოფებიან ქალაქ კაუნასში, სადაც 20-23 ივნისს ტარდება ლიტვის ახალგაზრდული ჩემპიონატი ცურვაში.
ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იმყოფება: ანასტასია მიქელაშვილი; სალი შერბაევა; ლუკა ჩადუნელი; დაჩი მესხიშვილი; აკაკი მღებრიშვილი და ერეკლე თათელაძე.
ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს კადეტთა ნაკრების გოგონებმა. 200მ. თავისუფალი ყაიდით ცურვაში სალი შერბაევამ ვერცხლის, ანასტასია მიქელაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალურ გაცურვაში სალის შედეგი 2:12.00 წამი იყო(624 ქულა), ხოლო ანასტასიასი 2:14.97 (საკვალიფიკაციო 2:13.06).
კადეტთა ნაკრები აქტიურ მზადებას იწყებს 2025 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. ეს მათი პირველი ერთობლივი გასვლითი ტურნირია.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…