ლიტვა უკრაინასთან იარაღის ერთობლივ წარმოებაში €20 მილიონის ინვესტიციებს ჩადებს

ლიტვამ უკრაინის თავდაცვის სფეროს მხარდაჭერის გაგრძელების ფარგლებში უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო და იარაღის წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოო საშუალებების შექმნის ინიციატივა წამოიწყო.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ლიტვის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ლიტვის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში ინვესტიციების ჩადებით უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას მხარდაჭერას გააგრძელებენ.
ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ აღნიშნა, რომ “უკრაინის თავდაცვის მრეწველობას დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე, უკრაინელი ინჟინრების მაღალი დონის გამოცდილებისა და მოტივაციის, ასევე ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიმღებთა შეუპოვრობისა და სტრატეგიული აზროვნების წყალობით”.
“ჩვენ ვისწრაფვით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ – ლიტვურ-უკრაინული იარაღის წარმოების განვითარებისკენ როგორც ლიტვაში, ასევე ში” – ამბობს ლიტვის თავდაცვის მინისტრი.
შეთანხმების ფარგლებში შეძენილი იარაღის კონკრეტული ტიპების დასახელებები არ საჯაროვდება.
უახლოეს მომავალში ლიტვაში ლიტვისა და უკრაინის წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრების გამართვა იგეგმება, სადაც შეთანხმების განხორციელება და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განიხილება.
წყარო: tabula.ge