ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმ250-მდეწიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.

„საბა“ მ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

იტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  • გიორგი საჯაია, „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  • ინგა ჩახვაშვილი, „⁠მოუყოლელი ამბები“ (ჩემი გამომცემლობა)
  • ლექსო ჩხაიძე, „⁠გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი)
  • კონსტანტინე ჭანკოტაძე, „⁠ილუზიების მატარებელი“ (სეზან ფაბლიშინგი)
  • დავით ხორბალაძე, „UNLOVE“ (ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  • თეიმურაზ დოიაშვილი, „⁠სულის კვეთება“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
  • სოფიო შამანიდი, „აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პიესა:

  • ნოდარ მამაცაშვილი, „⁠ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო)
  • ბასა ჯანიკაშვილი, „⁠მე გადმოვცურავ ზღვას“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  • ლევან ბერძენიშვილი, „⁠საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი)
  • ირაკლი ლაითაძე, „⁠იყო ასეთი ქვეყანა – CCCP“ (არტანუჯი)
  • ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი)
  • ბესო ხვედელიძე, „⁠გოა მშვიდობისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  • არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი)

 წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  • ბექა ახალაია, „⁠კანალიზაციის ანგელოზები“ (ჯადოსნური სახლი)
  • რეზო გეთიაშვილი, „⁠მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი)
  • გოჩა სხილაძე, „⁠ღამის სიმღერა“ (ჩემი გამომცემლობა)
  • ალექსანდრე ჯინჭარაძე, „⁠⁠სარკეებით და სარკის გარეშე“ (ლოგოსი)

წლის საუკეთესო რომანი:

  • ⁠⁠შოთა იათაშვილი, „ბედნიერება“ (ინტელექტი)
  • ⁠ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (ინტელექტი)
  • ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ⁠ნინო ორტეგა ჭინჭარაული, „ლეთარგია“ (პალიტრა L)
  • ⁠მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)