ლიტერატურის მუზეუმში, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი “ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართა

ლიტერატურის მუზეუმში, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი “ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართა. კრებული კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა, 1966 წლის გამოცემის მიხედვით დაბეჭდა, რომლის მხოლოდ ორი ეგზემპლარია შემორჩენილი.
ბრაილის შრიფტით გამოცემული “ვეფხისტყაოსანი” გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, შოთა რუსთაველის საზოგადოებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო