ლიტერატურის მუზეუმში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი “ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართა

ლიტერატურის მუზეუმში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი “ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართა. კრებული კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა, 1966 წლის გამოცემის მიხედვით დაბეჭდა, რომლის მხოლოდ ორი ეგზემპლარია შემორჩენილი.
ბრაილის შრიფტით გამოცემული “ვეფხისტყაოსანი” გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, შოთა რუსთაველის საზოგადოებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის