ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ლისაბონში, ფუნიკულიორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პორტუგალიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა მას შემდეგ, რაც ლისაბონის ისტორიულ ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ტრამვაის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.
დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
პორტუგალიის პრეზიდენტმა, მარსელო რებელო დე სოუზამ მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე: როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენს თანაპარტიელებს გეყოფათ გამბედაობა, კომპეტენცია ან ლეგიტიმაცია ამ თემებზე ჩვენთან სადისკუსიოდ? ეჭვი მეპარება, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ