ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა – მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ტატამზე 3 ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში ეთერ ლიპარტელიანს ვიხილავთ(57 კგ). ეთერმა ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველმა მეოთხედფინალში ფინელი პილა სალონენი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქმენეთის წარმომადგენელს, მაისა პარდაიევას სძლია.
– 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა, იგი აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან დამატებით დროში გაფრთხილებებით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
– 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძე, სამწუხაროდ, პირველივე ეტაპზე შვეიცარიელ ბინტა ნდიაესთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მედალი არ მოუპოვებია.
· . საკონტროლო წონვები წინა დღეს არის ხოლმე.შეჯიბრის დღეს,ხელმეორედ აუწონიათ,არადა აწონვის შემდეგ,სპორტსმენები სითხესაც იღებენ და საჭმელსაც ჭამენ.ჰოდა შეჯიბრების დაწყებამდე მეორედ მოუწია წონის დაკლებამ.რა თქმა უნდა ძალა აღარ ჰქონდა.
· !!! ეთერ ლიპარტელიანს გამარჯვებას ვულოცავ! შრომა დაუფასდა! რაც შეეხება ვაჟებს, არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულები. ეტყობათ, რომ გუნდში დისციპლინა არ არის, არ ვარჯიშობენ, ძველი დიდებით კმაყოფილდებიან და შედეგიც სახეზეა.
· გურულო ვახ, ამ ლაშას რა დაემართა ამის დედა ვატირე, ეს 2-3 წელია სულ ასე ადრეულ ეტაპზე რომ მარცხდება? რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს ეტყობა ამ ბიჭს, თორემ გლეჯდა ყველაფერს ტატოსი არ იყოს… 🙁
· aburjga შავდათუაშვილი არ დამარცხებულა… მოწინააღმდეგე ვერ დაამარცხა და ამიტომ წაგებულად გამოაცხადეს! ეს ერთი და იგივე სულაც არ არის!
· დდდ ოჯახის რჩენის არ იყოს, ძიუდოშიც თუ ქალების სათრევი გახდებოდნენ ქართველი კაცები, ამას ვინ იფიქრებდა?!…
· ჟორა ფინალში ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ დღეს ეთოს დღეა.
· tngh ეთო ლიპარტელიანმა პირველი მედალი მოგვიტანა!!! ვუსურვებ ოქროს!!!
· G.G.G მალადრც ეთერ. საოცარი პროგრესი და ტალანტი! სამწუხაროდ 66-73 სხვებს უნდა მიეცეს მეტი შანსი. მესმის არაა ბევრი არჩევანი მაგრამ ფაქტიამ ახლანდელ პირველ ნომრებიც უშანსოდ მარცხდებიან სერიოზულ ტურნირებზე.
ბექაურმა და Მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს
“მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი” – უტა აბე
ისევ უმედლოდ ვართ – ლიპარტელიანმა ბრინჯაო ვერ მოიპოვა [VIDEO]
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა – შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
1 ოქრო და 2 ბრინჯაო – თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ლიპარტელიანის ოქრო, ნოზაძის ვერცხლი და ლოლაძის ბრინჯაო – თბილისის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! – დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული…
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ეთერ ლიპარტელიანი რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე – სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს…
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს – ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე